უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის, – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იგი გაკვირვებულია იმით, რომ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაშინ როდესაც პუტინი, თეთრი სახლის ლიდერის აზრით, ამისთვის მზადაა.
„გაკვირვებული ვარ, რომ ზელენსკის არ სურს შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის… ზელენსკისთან მოლაპარაკება ბევრად უფრო რთულია“, – განაცხადა ტრამპმა.
ტელეკომპანიის კითხვაზე უკრაინისგან დახმარების მიღების შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „ზელენსკი უკანასკნელი ადამიანია, ვისგანაც დახმარება გვჭირდება“.
ანამდე უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სა და მის მოკავშირეებს შესთავაზა დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების განეიტრალებაში.
ამავდროულად, ტრამპმა უარი თქვა კომენტარზე იმის შესახებ, მიიღო თუ არა აშშ-მ უკრაინისგან დახმარება დრონების ჩაჭრის ტექნოლოგიების სფეროში.











