ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲡᲮᲕᲐ17 ᲛᲐᲠᲢᲘ13:35
კახა კალაძე

განცხადება · 134 ნახვა

„სიმართლე არის საქართველოს მხარეს, ამიტომ ვართ ასე ძლიერად და თავაწეულები ვსაუბრობთ ყველაფერზე“

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის განმარტება, რაც ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით მისმა ავტორმა, პატრიცია გჟებიკმა გააკეთა, მეტყველებს იმაზე, რომ დასკვნა წინასწარ დაიწერა და საქართველოში ჩამოსვლა იყო ფარსი.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთი ადამიანის საქართველოში ორი დღით ჩამოსვლით საკითხების საფუძვლიანი შესწავლა ვერ მოხერხდებოდა.

„ის განმარტება, რაც მოვისმინეთ, მეტყველებს იმაზე, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი მათი პატრონების მიერ და აქ ჩამოსვლა იყო ფარსი. რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც ჩამოდის ორი დღით? ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო, ალბათ, შეისწავლეს. ჩვენც ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, წარსულით და გვიხარია, რომ მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ ის, რაც დასკვნაში წერია, იყო აბსოლუტური აბსურდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მოთხოვნები, რომლებიც დოკუმენტშია ასახული, ქვეყნის დასაშანტაჟებლად დაიწერა, რისთვისაც ეუთო გამოიყენეს.

„ის მოთხოვნები, რაც არის ასახული, ამაზე ბოლო წლების განმავლობაში მთელი კამპანიები, შემოტევები, მუქარები, შანტაჟი ჰქონდათ აგორებული და ეს ახლაც გრძელდება. დღეს ეუთო გამოიყენეს ამ შანტაჟისთვის. არის წინასწარ დაწერილი დასკვნა. აქ ჩამოსვლა, ვითომ რაღაცების შესწავლა, იყო ფარსი. ყველაფერი იყო წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი. ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ქვეყანა აშანტაჟონ.

გავიხსენოთ, თუნდაც რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადებები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, ასევე FARA-ს შესახებ გაკეთებული განცხადებები, თუმცა შემდეგ თავად იღებენ იგივე კანონებს თავიანთ ქვეყნებში.

ეს ორმაგი სტანდარტი, ეს დამოკიდებულება ცხადი და ნათელია საქართველოს ხელისუფლებისთვის და დღეს უკვე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვისაც – თუ რა პროცესები მიდის, ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოსთვის და ხალხის ინტერესებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

„სიმართლე არის ჩვენს მხარეს, სიმართლე არის საქართველოს მხარეს. ამიტომ ვართ ასე ძლიერად და თავაწეულები ვსაუბრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. კახა კალაძე„კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს, საქართველო სად არის“
  2. კახა კალაძე„სუიციდის ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად“
  3. კახა კალაძე„მინდა გითხრათ, ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით – გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები“
  4. კახა კალაძე„სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში, ლარსის საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი? ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტები არიან. როგორც, ჯარში ჯარისკაცები მსახურობენ, ისე ემსახურებიან „დიფსთეითს““