კახა კალაძე
განცხადება · 167 ნახვა
„მინდა გითხრათ, ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით – გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები“
თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში გატარებული დღეები ყველასთვის დაუვიწყარია.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს. მინდა გითხრათ: ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით.
გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები.
ასე რომ, ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩამოდით!“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- კახა კალაძე„კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს, საქართველო სად არის“
- კახა კალაძე„სუიციდის ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად“
- კახა კალაძე„სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში, ლარსის საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი? ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტები არიან. როგორც, ჯარში ჯარისკაცები მსახურობენ, ისე ემსახურებიან „დიფსთეითს““
- კახა კალაძე„აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს“
