პოლიტიკა

კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: სუიციდის ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად

ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია – ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციამ – ამის შესახებ ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მძიმე სანახავია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთ ხმაში საუბრობს.

„იგივე კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის დადასტურებული, სამწუხაროდ, სუიციდი – ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ, ადამიანურად ვამბობ: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი – კიდევ ერთხელ, მიჭირს ამაზე საუბარი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო – ერთხმად ლაპარაკობს ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი.“ – აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.