განცხადება · 168 ნახვა
„შეგახსენებთ, იმ კომიტეტზე, რომელიც ასე დრამატულად დახატეთ, ოპოზიციას არც კითხვა დაგისვამთ, არც კომენტარი გაგიკეთებიათ. შესაბამისად, ახლა, რაიმეს მტკიცება უხერხულია“
ტატა ხვედელიანს
ქალბატონო ტატა, კარგია ეს დრამატიზირება და ფონის შექმნა, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ იმ კომიტეტზე, რომელიც ასე დრამატულად დახატეთ, თქვენ, ოპოზიციას არც კითხვა დაგისვამთ, არც კომენტარი გაგიკეთებიათ და არც რაიმე რეაგირება მოჰყოლია. შესაბამისად, ახლა, რაიმეს მტკიცება ცოტა უხერხულია, – ასე მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილებოდა.
მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ წინა კომისიაზე გაჟღერებული პოზიცია არ შეცვლილა და მათ კვლავ მიაჩნიათ, რომ 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანა არ არის მიზანშეწონილი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
რაც შეეხება გამონაკლის წესს, ლაშხის თქმით, მისი დაშვება მოხდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კანონში ცვლილება იმ დროს შევიდა, როდესაც ბევრ მშობელს ბავშვი უკვე ჰყავდა შეყვანილი „ფრესქულში“ თუ ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში.
„რაც შეეხება კომიტეტზე გაჟღერებულ იმ პათოსს, რაც გვქონდა, დღესაც განვმეორდები და დღესაც იმ კვლევის მიგნებებს გავაჟღერებ. 5 წლის ასაკში ბავშვის შეყვანა არ არის მიზნობრივი მისი ფსიქო ემოციიდან გამომდინარე და ყველა ის შეფასება, რაც ჰქონდა წარმოდგენილი კვლევას ახლაც მთლიანად იზიარებს კომიტეტი. ერთადერთი რაც იყო აქ საკითხი და რაზეც გვქონდა ჩვენ კონსულტაციები იყო ის, რომ როდესაც კონცეფცია დაანონსდა იყო შემოდგომა, თებერვალში ჩვენ უკვე კანონი მივიღეთ, ერთადერთი საკითხი იყო ის, რომ გონივრული ვადა არ იყო და მშობლებს უკვე შეყვანილი ჰყავდათ როგორც „ფრესქულში“, ასევე ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში. შესაბამისად, ის პათოსი არ შეცვლილა, დღესაც მიგვაჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი არ არის, როდესაც 5 წლის ასაკში შეგყავს. კვლევებს თუ კარგად გაეცანით, იქ იყო იმ გამოწვევებზე საუბარი, რაც არის ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა. ის კონსულტაციები, რაც გვქონდა პეტიციის ავტორებთან, მშობლებთან, მათ შორის, ომბუდსმენთანაც ამ ყველაფრიდან გამომდინარე მხოლოდ იმიტომ, რომ შემოდგომას იყო დაანონსებული ეს, მხოლოდ ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება გარდამავალში დაგვეშვა საგამონაკლისო წესი. კიდევ ერთხელ ვიტყვი და რეკომენდაციას ვაძლევ ყველა იმ მშობელს, რომ გამოვიდნენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით და მიუხედავად ამ საგამონაკლისო წესისა მიიღონ გადაწყვეტილება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე“. – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მარიამ ლაშხი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- მარიამ ლაშხი„გიორგი გახარიას პარტიის წევრები არ ეცნობიან ჩვენი სამინისტროს საგარეო პოლიტიკას, არ ეცნობიან იმ უმაღლესი რანგის ვიზიტებს რომელსაც ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ახორციელებს“
- მარიამ ლაშხი„ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, ამიტომ, მისი დაცვა და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“
- მარიამ ლაშხი„თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო“
- მარიამ ლაშხი„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა“
