პოლიტიკა

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს უპასუხა.

ლაშხმა ხვედელიანს მიუთითა, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასების გაკეთება სურდა, მას ამის შესაძლებლობა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლის დროს ჰქონდა.

„ტატა შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლისას თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, თუ რაიმე პოლიტიკური კომენტარი გინდოდათ ამ თემასთან დაკავშირებით, შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდევაც რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის მანიპულაცია- არავის გამოუყენებია ინდულგენციად და დღესაც რომ შეხედოთ, ქართული თეატრი და ზოგადად, სახელოვნებო მიმართულება სრულიად დაცლილია რაიმე ტიპის ცენზურისგან. როდესაც ადამიანი სამართლებრივ ნორმას სცდება, ის არის ოსკარის ლაურეატი თუ თუნდაც, საფრანგეთის კულტურის სახე, მან სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ, მსგავსი ტიპის განცხადებების ადგილი არ არის- პირიქით, თუ რაიმე მიღწევა გვაქვს, ზუსტად ის არის, რომ დღეს ნებისმიერი ინსტიტუცია დაცლილია მანიპულაციებისგან“- მიმართა მარიამ ლაშხმა ხვედელიანს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.