Instagram-მა დაბლოკა ჯესიკა ფოსტერის ანგარიში — ის პოზიციონირებდა, როგორც აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე და პატრიოტი, რომელიც „პირადად შეხვდა“ დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ლიონელ მესის. თუმცა, როგორც გაირკვა, პრეზიდენტებთან და ცნობილ ადამიანებთან გადაღებული ყველა ფოტო, ისევე როგორც თავად ფოსტერის პიროვნება, ნეიროქსელის მიერ იყო გენერირებული.
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პატრიოტი ფოტოებზე სხვადასხვა ლოკაციაზე ჩნდებოდა: პოზირებდა გამანადგურებელ F-22-თან; იდგა სამხედრო გემის ბორტზე ჰორმუზის სრუტეში — თანაც მინი-ქვედაბოლოსა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ამარა; „აცილებდა“ აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ ამერიკული ოპერაციის პირველ დღეს.
ანგარიში გასული წლის მადლიერების დღეს გამოჩნდა და რამდენიმე თვეში 50-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნა. ზოგიერთი ფოტო 30 000-ზე მეტ მოწონებას აგროვებდა. გამომწერები აღფრთოვანებულები იყვნენ ფოსტერის გარეგნობით, წერდნენ თბილ კომენტარებს და, როგორც ჩანს, წამითაც არ შეპარვიათ ეჭვი მის არსებობაში.
პარალელურად, გვერდი დაკავშირებული იყო OnlyFans-ის პროფილთან, სადაც ფასიანი ეროტიკული კონტენტი ქვეყნდებოდა.
აშშ-ის არმიის ოფიციალური განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების მონაცემთა ბაზაში ჯესიკა ფოსტერის სახელით არავინ ირიცხება.












