ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲛᲐᲠᲢᲘ16:09
გიორგი გაბუნია

განცხადება · 93 ნახვა

„ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს“

ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ელენე ხოშტარიას საქმეს სამართლებრივი განზომილება აქვს. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მთავარი შეფასება თავად ბრალდებულის დამოკიდებულებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, არ აანაზღაურა ზიანი, არ მოინანია ჩადენილი დანაშაული. როცა მოსამართლეს მსგავსი მოცემულობა აქვს, ის ხელმძღვანელობს, როგორც ბრალდებულის პიროვნებით, ასევე მისი დამოკიდებულებით დანაშაულის თაობაზე. ხოშტარიამ სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს. ნებისმიერი მცდელობა, რომ სისხლის სამართლის ეს დანაშაული პოლიტიკურ ნაწილში იყოს გადაყვანილი, წმინდა წყლის სპეკულაციაა. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი შვილის დედაა? თუ ოთხი შვილის დედაა, თავად უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ კანონი არ დაარღვიოს და დანაშაული არ ჩაიდინოს. მან დანაშაული განზრახ და მიზანმიმართულად ჩაიდინა. შეეძლო, ეს დანაშაული არ ჩაედინა და საკუთარ ოჯახსა და შვილებზე ეზრუნა. ვის სთხოვს პასუხს? სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და კანონის დარღვევაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება. კანონი და სახელმწიფო არ უნდა გამოცადო“, – განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი გაბუნია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი გაბუნია„ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები. ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა“
  2. გიორგი გაბუნია„ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაცია იყო არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც — იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ჩვენ მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ“
  3. გიორგი გაბუნია„დღეს ეკლესია არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი ეკლესია პატრიარქის გარეშე სუსტია და შეუძლია მის საქმიანობაში ხელები აფათუროს, მწარედ ცდება“
  4. გიორგი გაბუნია„წლების განმავლობაში საშინელი ინფანტილური ისტერიით ებრძოდნენ ეკლესიას, ვინაიდან კარგად იციან, რომ საზოგადოებაზე, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ეკლესია, ზეგავლენის მოპოვება რთულია“