ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ27 ᲛᲐᲠᲢᲘ18:06
მარიამ გრიგოლიშვილი

განცხადება · 151 ნახვა

„ვცდილობთ, ყველა მიმართულება მოვიცვათ და ახალგაზრდებისთვის გავაჩინოთ საინტერესო პროექტები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ“

,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს სიის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილი „იმედის დღეში“ ახალგაზრდების ხელშეწყობაზე საუბრობს.

„მრავალი მიმართულება არის, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის საინტერესოა. ჩვენ ზუსტად ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველა მიმართულება მოვიცვათ და გავაჩინოთ მათთვის საინტერესო პროექტები, სხვადასხვა ტრენინგები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ. ახალგაზრდისთვის მთავარი გახლავთ ის, რომ რომელიმე სფეროში საკუთარი თავი იპოვოს და ამ გზაზე ვთვლი, ჩვენ ვეხმარებით იმით, რომ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ტრენინგები, პროექტები, რათა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინონ მათი მთავარი და ძირითადი მიმართულება.“-აღნიშნა გრიგოლიშვილმა.

მან ასევე, სხვა ქვეყნის მმართველი პარტიების გამოცდილებაზეც ისაუბრა, თუ როგორ მუშაობენ ისინი ახალგაზრდულ ფრთასთან.

„ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ცდილობს და მუშაობს, რომ გავიჭრათ ღირსეულად საერთაშორისო ასპარეზზე და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, თავისთავად ჩვენი ახალგაზრდობა. მათ შორის, გაფორმებული გვაქვს მემორანდუმები სხვადასხვა პარტნიორ ქვეყნებთან. მინდა, აღვნიშნო აზერბაიჯანისა და უნგრეთის მმართველი პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ჩვენი ურთიერთობა, რადგანაც არაერთი და მრავალი საერთო პროექტი განხორციელდა. გარდა იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტებით მათთან ჩავდივართ და ისინიც გვსტუმრობენ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ახალგაზრდა მოიცვას ამ პროექტებმა და ორასზე მეტი ახალგაზრდით კომპლექტდება ხოლმე ის ბანაკები, რომლებიც ხან მათთან ტარდება, ხან ჩვენთან და სფეროს პროფესიონალებთან ერთად ხდება სხვადასხვა ტრენინგების ჩატარება, პროექტების თაობაზე ერთმანეთთან ვცვლით გამოცდილებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა აღვნიშნო, რომ უნგრეთში აქტიურად გვეპატიჟება ჩვენი მეგობარი მხარე, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც გვაქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს მოვუსმინოთ ადგილზე, მათ შევხვდეთ და სხვადასხვა ინიციატივები ერთმანეთში გავცვალოთ“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

მარიამ გრიგოლიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. მარიამ გრიგოლიშვილი„ახალგაზრდებთან დღევანდელი შეხვედრაც გამორჩეული და ნაყოფიერი იყო, ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა“
  2. მარიამ გრიგოლიშვილი„მოლოდინი გვაქვს, რომ ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად“
  3. მარიამ გრიგოლიშვილი„ჩვენი შეხვედრები არ არის ერთჯერადი ხასიათის და ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“
  4. მარიამ გრიგოლიშვილი„ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთმიმოცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის“