დიმიტრი ხუნდაძე
განცხადება · 109 ნახვა
„ბაჩო ახალაიას ქმედება არ არის ახალი თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც“
ბაჩო ახალაიასთვის ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებები წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირებულა და ყოველთვის სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.
„ეს ქმედება ახალი არ არის. პირველად არ ვხედავთ მის მსგავს დესტრუქციულ საქმიანობასა და მოწოდებებს რევოლუციისა და დამხობისაკენ, თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც. რამდენჯერაც ვინმე განიზრახავს ხელისუფლების დამხობას, კანონი მყისიერად იმოქმედებს და ის ყოველთვის აღმოჩნდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე,“ — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
დიმიტრი ხუნდაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დიმიტრი ხუნდაძე„ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, რამდენიმე ძირითადი აქცენტი მაინც გამოტოვებული გვაქვს - ესაა ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფიული კრიზისი“
- დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“
- დიმიტრი ხუნდაძე„იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა“
- დიმიტრი ხუნდაძე„დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა“
