ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ28 ᲛᲐᲠᲢᲘ14:29
დიმიტრი ხუნდაძე

განცხადება · 141 ნახვა

„რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ეკლესიისა და რწმენისგან ჩამოშორებას“

რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესები ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც, მისი შეფასებით, საზოგადოების მართვადობის გაზრდას ემსახურება.

„უცხო არ არის რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანიის წარმოება. ეს მათ ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს და ახლა გააქტიურდნენ. მათ აქვთ კონკრეტული მიზანი – საზოგადოება ჩამოაშორონ ეკლესიას და რწმენას, გახადონ სათავისოდ ადვილად მართვადი.

სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ განსაკუთრებით პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, თითქოს მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ არ ჩარეულიყვნენ სინოდის საქმიანობაში, რათა მოხდეს ახალი პატრიარქის შერჩევა, მაგრამ თავად აქტიურად ერთვებიან და არ ერიდებიან არავის დისკრედიტაციას. განსაკუთრებული სამიზნე მათთვის არის მოსაყდრე შიო.

ეს ემსახურება კონკრეტულ მიზანს – ეს არის დაკვეთა, რომელსაც ისინი ასრულებენ, თუმცა საზოგადოება, როგორც ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ერთიანია და სინოდს უნდა ვაცადოთ, რომ თავად შეარჩიოს ახალი პატრიარქი. ვფიქრობ, პატრიარქის დანაბარები არის ანგარიშგასაწევი, რადგან არ მგონია ვინმეს უკეთ შეეძლოს არჩევა, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს მომდევნო პატრიარქი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დიმიტრი ხუნდაძე„ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, რამდენიმე ძირითადი აქცენტი მაინც გამოტოვებული გვაქვს - ესაა ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფიული კრიზისი“
  2. დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“
  3. დიმიტრი ხუნდაძე„იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა“
  4. დიმიტრი ხუნდაძე„დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა“