პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ეკლესიისა და რწმენისგან ჩამოშორებას

რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესები ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც, მისი შეფასებით, საზოგადოების მართვადობის გაზრდას ემსახურება.

„უცხო არ არის რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანიის წარმოება. ეს მათ ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს და ახლა გააქტიურდნენ. მათ აქვთ კონკრეტული მიზანი — საზოგადოება ჩამოაშორონ ეკლესიას და რწმენას, გახადონ სათავისოდ ადვილად მართვადი. სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ განსაკუთრებით პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ — თითქოს მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ არ ჩარეულიყვნენ სინოდის საქმიანობაში, რათა მოხდეს ახალი პატრიარქის შერჩევა, მაგრამ თავად აქტიურად ერთვებიან და არ ერიდებიან არავის დისკრედიტაციას. განსაკუთრებული სამიზნე მათთვის არის მოსაყდრე შიო. ეს ემსახურება კონკრეტულ მიზანს — ეს არის დაკვეთა, რომელსაც ისინი ასრულებენ, თუმცა საზოგადოება, როგორც ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ერთიანია და სინოდს უნდა ვაცადოთ, რომ თავად შეარჩიოს ახალი პატრიარქი. ვფიქრობ, პატრიარქის დანაბარები არის ანგარიშგასაწევი, რადგან არ მგონია ვინმეს უკეთ შეეძლოს არჩევა, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს მომდევნო პატრიარქი,“ — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.