თეკლა თიკანაშვილი
განცხადება · 156 ნახვა
„ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის“
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები, სტუდენტებს შეხვდნენ.
ბორდის ერთ-ერთი წევრის, თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, ახალგაზრდულ ორგანიზაციას დიდი მოლოდინები აქვს და მათ მთავარ მიზანს ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობა წარმოადგენს.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„დიდი მოლოდინები გვაქვს, გვჯერა, რომ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს წარვმართავთ. ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის,“- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.
თეკლა თიკანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თეკლა თიკანაშვილი„როგორც გამოიკვეთა, ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ ახალგაზრდული სივრცეები რეგიონში, სადაც ისინი შეძლებენ სხვადასხვა იდეის გენერირებას, რათა გაგვიზიარონ ხედვები საკუთარი რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით“
- თეკლა თიკანაშვილი„რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, ეს პოტენციალი როგორ ვაქციოთ მათ შესაძლებლობად“
- თეკლა თიკანაშვილი„ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია: გვინდა, მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივა და იდეა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით“
- თეკლა თიკანაშვილი„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, თუ რა სჭირდებათ მათ და ეს პოტენციალი და შესაძლებლობები მათზე მეტად მორგებული გახდეს“
