პოლიტიკა

სადღობელაშვილი ბოკერიაზე: ამ სულით და გულით არაქართველს იმის თავხედობა ჰყოფნის, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველოს ისტორიული ძეგლები და ტაძრები აღადგინა, ქართულ ნიჭს და გენს გზა ფართო მისცა, აბრალებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მცდელობას?!

ანუ ბოკერიამ და სააკაშვილმა ქვეყანას სახელმწიფოებრიობა შესძინა ხოლო ივანიშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა?! – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

სადღობელაშვილი ბოკერიას „სულით და გულით“ არაქართველს უწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ ბოკერიას და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ისინი ქვეყანა ძარცვავდნენ, ეკლესიებს ლეწავდნენ და პატრიარქს წამლავდნენ. მისივე თქმით, იმ ყველაფრის ფონზე, რაც ბოკერიამ თანაგუნდელებთან ერთად ჩაიდინა ქვეყნის წინააღმდეგ, როგორ ბედავს გამორჩეული ქართველის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით მსგავს განცხადების გაკეთებას, რომელიც მუდამ ქვეყნის დასაცავად იბრძვის.

„ეკლესიებს ლეწავდა! მღვდლებს აპატიმრებდნენ, პატრიარქს წამლავდნენ! იეღოველები თავზე დაგვასვეს! ქართულ ენას ინგლისურით ანაცვლებდა! საქართველოს 1/3 რუსეთს ჩააბარეს- 2/3 დასავლეთს! ჩვენს საჯიშე ბიჭებს დასავლეთის ომებში აბრძოლებდა! 300 000 პრობაციონერი და 30 000 მდე პატიმარი ჰყავდა! ახალგაზრდები გადააჯიშა ხოლო ნაწილი ქუჩაში ჩაცხრილეს! საპროტესტო აქციებს არა თუ უმოწყალოდ არბევდნენ არამედ მომიტინგეებს კლავდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ქვეყანა გაძარცვეს, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარეს, წიაღისეული დასავლეთს! – და ყველაფრის ამის შემდეგ ამ მართლაც რომ სულით და გულით არაქართველს იმის თავხედობა ჰყოფნის რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მეცენატს, გამორჩეულ ქართველს ბიძინა ივანიშვილს რომელმაც საქართველოს ისტორიული ძეგლები და ტაძრები აღადგინა, ქართულ ნიჭს და გენს გზა ფართო მისცა, აბრალებს ჩვენი მშვიდობიანი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მცდელობას?! – ანუ ბოკერიამ და სააკაშვილმა ქვეყანას სახელმწიფოებრიობა შესძინა ხოლო ივანიშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა?! იმდენი შენი მანგუსტა ცოლის შუბა დავხიე!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.