ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი10°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ31 ᲛᲐᲠᲢᲘ17:34
გიორგი გაბუნია

განცხადება · 108 ნახვა

„წლების განმავლობაში საშინელი ინფანტილური ისტერიით ებრძოდნენ ეკლესიას, ვინაიდან კარგად იციან, რომ საზოგადოებაზე, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ეკლესია, ზეგავლენის მოპოვება რთულია“

ორი კვირა გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ერმა დაკარგა უძვირფასესი ადამიანი ჩვენი პატრიარქი ილია II. ჩვენი ეკლესიის და მთელი ერის მამა, ადამიანი, რომელმაც 69 წლიანი ბერული ცხოვრებისა და 49 წლიანი პატრიარქობის პერიოდში მოწამებრივი და მოციქულებრივი ღვაწლით მთელი სიმძიმით იტვირთა ჩვენი ერისა და ქვეყნის სულიერი ტვირთი- განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაბუნია იხსენებს, თუ როგორ მიმდინარეობდა მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის, ეროვნული იდენტობისა და მათ შორის, ავტორიტეტული პირების წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით აქტიურად 2003 წლის შემდეგ დაიწყო.

გაბუნია მიიჩნევს, რომ ამ პროცესებმა ანტიეროვნული ხასიათი მიიღო. ამ ყველაფრიდან გამოსავლად კი საზოგადოების ერთიანობა, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების დაცვა მიაჩნია.

„ის რაც მისი დაკრძალვის დღეს და სამძიმრის დღეებში ვიხილეთ ეს იყო უპრეცედენტო, ისტორიული და ჩემთვის პირადად – ქართველი ერის სულიერი აღდგომა და რაც მთავარია, გაჩნდა რწმენა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული ერი, როგორც ჩვენი ეკლესიის ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ირგვლივ. ეს კი გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს და საზოგადოებას, სადაც ძლიერია ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა, რაც ერთადერთი იმუნიტეტია დღეს თანამედროვე გლობალური ქარტეხილების ეპოქაში. და წლების განმავლობაში სწორედ ამას ებრძოდნენ. ებრძოდნენ საშინელი ინფანტილური ისტერიით და განსაკუთრებით ებრძოდნენ ეკლესიას, ვინაიდან კარგად იციან რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ეკლესია, მასზე ზეგავლენის მოპოვება რთულია.

ეს ბრძოლა დეკლარირებულად დაიწყო 2003 წელს, როდესაც ქვეყნის სათავეში მოიყვანეს გარედან მართული აგენტურა და პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ, სწორედ ამ ბრძოლის დაწყების პერიოდს და მაშინდელი პოლიტიკური მმართველი ძალის შემზარავ სახეს ასახავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში შეტევა მიმდინარეობდა არა მხოლოდ ეკლესიაზე არამედ განათლების სისტემაზე, მეცნიერებზე, კულტურის სფეროზე და ამ ბრძოლამ შეიძინა საშიში, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი, რომელსაც ზურგს უმაგრებდა მაშინდელი რეჟიმი.

ამოიღეს მიზანში დიდი სახელები და გვარები, ვისაც ავტორიტეტი ჰქონდა საზოგადოებაში. დაიწყეს ბრძოლა ანზორ ერქომაიშვილის წინააღმდეგ, რუსთაველის თეატრიდან გააგდეს რობერტ სტურუა, კონსერვატორიიდან გააგდეს იოსებ კეჭაყმაძე ქართული საგუნდო მუსიკალური აზროვნების ბუმბერაზი. ეს დაპირისპირება წარმოებდა და შეფუთული იყო ვითომდა უფრო სწორი, უფრო პროგრესული ხედვის საბაბით, მაგრამ სინამდვილეში სრულიად მდაბიო და უბადრუკი ბრძოლა – ერთის მხრივ თვითდამკვიდრებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყანაში ავტორიტეტების განადგურებისთვის. მათ არ სჭირდებოდათ ავტორიტეტები არსად და ამ ადამიანების გარიყვით და განეიტრალებით ცდილობდნენ ჩვენი ინტელექტუალური და სულიერი საძირკვლები მოენგრიათ. აი ამ მდაბიო პოლიტიკურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც პირდაპირ იმართებოდა გარედან და რომელთაც მხოლოდ ფული და ძალაუფლება აინტერესებთ და დღემდე ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან იგივე სახეები იგივე მეთოდები, იგივე სტილი.. და ყველაზე საშინელი რამ რაც გააკეთეს და გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას არის ის რომ შექმნეს ყალბი ავტორიტეტები ნამდვილ ავტორიტეტებთან დასაპირისპირებლად.

მათ მიერ მართული მედიების მეშვეობით მისცეს არენა ამ ადამიანებს და წლების განმავლობაში ალაპარაკებდნენ და ალაპარაკებენ ყველაფერზე, მწერლობაზე, ხან პოლიტიკაზე, ხან ნავთობის ფასებზე და ეს ადამიანები გახადეს ფსევდო ავტორიტეტები. შემდეგ, როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება დასჭირდათ ეს ცრუ ავტორიტეტები გამოიყვანეს ქუჩებში და ძალადობის მხატვრული გაფორმება ჩააბარეს. და სწორედ ამ ადამიანების და ამ ჯგუფების მეშვეობით ურტყამდნენ ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს, ხოლო პერიოდულად ზოგიერთი ქვეყნის საელჩოში დიაგრამებზე ზომავდნენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს“-განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი გაბუნია„ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები. ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა“
  2. გიორგი გაბუნია„ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაცია იყო არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც — იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ჩვენ მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ“
  3. გიორგი გაბუნია„დღეს ეკლესია არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი ეკლესია პატრიარქის გარეშე სუსტია და შეუძლია მის საქმიანობაში ხელები აფათუროს, მწარედ ცდება“
  4. გიორგი გაბუნია„საქართველომ არასოდეს უნდა დაუშვას, ხელისუფლებაში მოვიდეს გარედან მართული ძალა. მათი ერთადერთი მიზანია დესტრუქცია და რადიკალიზაცია, რასაც ქვეყანა არ დაუშვებს. გაიხედეთ, გარეთ რა ხდება, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ყველგან ტყვია გავარდა და ამ ურთულეს გარემოში საქართველოში არა მხოლოდ მშვიდობაა, არამედ ეკონომიკა ვითარდება“