პოლიტიკა

54 წლის განმავლობაში პირველად, მთვარისკენ კოსმოსური ხომალდი გაემგზავრება: აშშ მისია არტემისი-2-ისთვის ემზადება

30 მარტს, ფლორიდაში, კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, პილოტირებული მთვარის მისიის გაშვებამდე დროის უკუთვლა დაიწყო. გაშვების ფანჯარა 1 აპრილს, 18:24 საათზე იხსნება.

10-დღიანი ფრენის განმავლობაში ხომალდი ორიონი მთვარის უკანა მხარეს შემოუვლის რვიანის ფორმის ტრაექტორიით და დედამიწაზე დაბრუნდება. მისია არ ითვალისწინებს მთვარის ორბიტაზე შესვლას ან ზედაპირზე დაჯდომას, თუმცა ის გამორჩეულია იმით, რომ ეკიპაჟმა უნდა მოხსნას 1970 წელს აპოლო-13-ის მიერ დამყარებული მანძილის რეკორდი. წარმატების შემთხვევაში, არტემისი-2 იქნება დედამიწიდან ყველაზე დაშორებული წერტილი, სადაც კი ოდესმე ადამიანს უმოგზაურია.

მისია 4 წევრისგან შედგება: ამერიკელი ასტრონავტები კრისტინა კოხი, ვიქტორ გლოვერი და რიდ უაისმენი, ასევე კანადელი ჯერემი ჰანსენი. ორიონის სატესტო ფრენის გამოცდილება გამოყენებული იქნება შემდეგი ეტაპისთვის — თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 2028 წელს ასტრონავტები უშუალოდ მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა