პოლიტიკა

ირანმა აშშ-ს კონფლიქტის შეწყვეტის გეგმა გაუგზავნა

ირანმა ვაშინგტონს პაკისტანის მეშვეობით კონფლიქტის დასრულების გეგმა გადასცა, რის შესახებაც The New York Times იტყობინება. ორმა მაღალჩინოსანმა ირანელმა მოხელემ გამოცემას განუცხადა, რომ შეთავაზება მოიცავს გარანტიებს, რომ ირანზე თავდასხმა აღარ განმეორდება, ლიბანში ჰეზბოლაზე ისრაელის დარტყმების შეწყვეტას და ყველა სანქციის გაუქმებას.

სანაცვლოდ ირანი გახსნის ჰორმუზის სრუტეს და თითოეულ გემზე 2 მილიონი დოლარის ოდენობის მოსაკრებელს დააწესებს, რომელსაც ომანთან გაიყოფს. შემოსავლის თავის წილს ირანი აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოახმარს და პირდაპირ კომპენსაციას აღარ მოითხოვს.

ირანულმა სახელმწიფო მედიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის იდეას და ხაზს უსვამს ომის საბოლოო დასრულების აუცილებლობას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა