პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დაუშვებელია სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები და სახლის მისამართები საჯარო იყოს, ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნინო ლომჯარიას “ფეისბუქ” პოსტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “„გამჭვირვალობის კანონის“ ავტორი მამუკა მდინარაძე, თავისი ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.“

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დაუშვებელია, სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები და სახლის მისამართები საჯარო იყოს და ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება.

„ლომჯარიას მინდა ვკითხო – დაასახელებს თუ არა რომელიმე თავმოყვარე ქვეყანას, სადაც სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაცია არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი? ლომჯარიას მინდა ვკითხო – MI 6, ცაჰალის, CIA – ის უფროსის, მოადგილეების მისამართები და სახლები იცის მოსახლეობამ? ახლა საზოგადოებას მინდა ვუთხრა – ცხადია, დაუშვებელია სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები, სახლის მისამართები და ტუფლის ზომა საჯარო იყოს. ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. დავაკვირდეთ კარგად აქ სიტყვას – არ შეიძლება იყო საჯარო! ცხადია, დეკლარაციასაც შეავსებენ და შესაბამისი სამსახურები ( აუდიტი ) შეამოწმებს, მაგრამ მისი საჯაროობა დაუშვებელია!!!” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.