კოლექტიური ნინო ლომჯარიები მარგინალ უვიცთა კლასტერია, სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ იციან; არათუ სუს-ის შეფის, მამუკა მდინარაძის, არამედ, დასავლეთში სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის ქონებრივი დეკრალარციებია საიდუმლო, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროპული ქვეყნების უმეტესობაში სპეცსამსახურების თავკაცები არ მიიჩნევიან, როგორც არჩეული პოლიტიკოსები, შესაბამისად, მათი ფინანსური დეკლარაციების საჯაროობა უკიდურესად შეზღუდულია.
„კოლექტიური ნინო ლომჯარიები მარგინალ უვიცთა კლასტერია, სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ იციან; არათუ სუს-ის შეფის, მამუკა მდინარაძის, არამედ დასავლეთში სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის ქონებრივი დეკრალარციებია საიდუმლო. მაგრამ პრეტენზიული მენტალურად გოიმი, რის გოიმია, საკუთარი სიბეცით რომ არ პოზიციონირდეს? ასეთ ფუტლარ მარიონეტებს ფულს უხდიან გარე პატრონები, ჰგონიათ, რაღაც ზეგავლენა აქვთ საზოგადოებაზე და რეალობაში, წლებია ხაზგასმულად დასაცინნი არიან ფუყე “ნაცენჯეოშნიკები”. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში სპეცსამსახურების თავკაცები არ მიიჩნევიან, როგორც არჩეული პოლიტიკოსები. მათი ფინანსური დეკლარაციების საჯაროობა უკიდურესად შეზღუდულია. ზედამხედველობა ხორციელდება მხოლოდ პარლამენტის დაზვერვის კომიტეტებისა და შიდა ეთიკის ორგანოების მიერ. წლებია მუშაობს პრინციპი – უსაფრთხოების საკითხები დომინირებენ ფინანსურ გამჭვირვალობაზე.“ – წერს აბაშიძე.











