ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ9 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ13:00
ბაჩო ოდიშარია

განცხადება · 129 ნახვა

„9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ დადგან სურათი, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს“

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს,- ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს.

ოდიშარია რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დივერსანტებს “ბიოლოგიურ პარაზიტებს” უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ქვეყნის ეროვნულ სხეულს წამლავენ.

“ეროვნული გლოვის დღეს საზოგადოების თითოეული წევრი ხდება საერთო მწუხარების ნაწილი, რაც განსაკუთრებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას მოითხოვს. საქვეყნო გლოვის მთავარი არსი დუმილი და პატიცისცემაა. ეს არის დრო, როდესაც პირადი ინტერესები და გართობა უკანა პლანზე იწევს საერთო ტკივილის გასააზრებლად. 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს. ესაა ტრაგედიის ინსტრუმენტალიზაცია, მსხვერპლთა ოჯახების და დაღუპულთა ხსოვნის შეურაცხყოფა და გლოვის ეთიკის სრული მოშლა. ეს ერთი მუჭა აკაცუკი არაა ქართული საზოგადოების ნაწილი, ესაა ბიოლოგიური პარაზიტი, რომელიც ქვეყნის ეროვნულ სხეულს წამლავს. დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!”- წერს ბაჩო ოდიშარია.

ბაჩო ოდიშარია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ბაჩო ოდიშარია„„ევრონიუსს“ სრული უფლება აქვს, ახალი ამბები ასე დაიწყოს: “დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის მასტერკლასი ჩაგვიტარა”“
  2. ბაჩო ოდიშარია„ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ“
  3. ბაჩო ოდიშარია„თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება – დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა“
  4. ბაჩო ოდიშარია„გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე“