ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა . ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრი ავრცელებს.
გოჩა ლორიას კარიერა მოიცავდა ისეთ ცნობილ ანსამბლებს, როგორიცაა “რერო”, ვია-75, “ივერია”.
გოჩა ლორიას შემოქმედებიდან განსაკუთრებით ცნობილია სიმღერები “ჩურჩულები”, “დრო სათაყვანო” და ყვავის არია “ჩხიკვთა ქორწილიდან”.
გოჩა ლორიას 14 აპრილს დაკრძალავენ.
Facebook Comments Box











