უცხოური მედია

ვიქტორ ორბანმა ოპოზიციურ პარტია „ტისას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა -„გამარჯვებულ პარტიას მივულოცე, ჩვენ უნგრეთის ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“

ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს მიმართა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, არჩევნების შედეგებს კი „ნათელი“ და მისი პარტიისთვის „მტკივნეული“ უწოდა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, პარტია „ტისას“ გამარჯვება უკვე მიულოცა.

მისივე თქმით, პარტია „ფიდესი“ უნგრეთს ოპოზიციიდან მოემსახურება.

„არჩევნების შედეგი ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ გასაგები და ნათელია. ეს შედეგი ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა ნათელია. ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ გადმოგვეცა. მე გამარჯვებულ პარტიას მივულოცე. ჩვენ უნგრეთის ერს და ჩვენს სამშობლოს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“, – აღნიშნა ორბანმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა