აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტის საკითხზე ჩიხში შევიდა. Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვაშინგტონი სრუტის გახსნასა და მასზე ერთობლივი კონტროლის დაწესებას ითხოვს, მაშინ როცა თეირანი სრუტეზე ერთპიროვნულ კონტროლსა და გემების გავლისთვის სპეციალური საფასურის დაწესებას მოითხოვს.
რუსეთში პაკისტანის ელჩის, ფაისალ ნიაზ ტირმიზის თქმით, ორივე მხარემ თავიდანვე ზედმეტად მაღალი მოთხოვნები წამოაყენა, რაც ამჟამად შეთანხმებას შეუძლებელს ხდის. თუმცა, ის იმედოვნებს, რომ არსებული სამუშაო ვერსიების საფუძველზე, მხარეები საბოლოოდ, საერთო პროექტს შეიმუშავებენ. ელჩი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესში წინადადებები ფორმას იცვლის და მხარეები ურთიერთგაგებას მიაღწევენ.
ამავდროულად, გამოცემა MS NOW ირანელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანისთვის პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და ამერიკული მხარე თეირანის არგუმენტებს ითვალისწინებს.











