“ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი! ეს ემსგავსება გროტესკას სადაც ოპოზიციის რუპორ-ჟურნალისტები მზად არიან და უკვე იქამდე არიან მისული რომ წვიმის მოსვლა ან ქარის ამოვარდნა მმართველ პარტიას ან საპატიო თავმჯდომარეს დააბრალონ”- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
სადღობელაშვილი თავის პოსტში მიმოხილავს, როგორ ხდება ობსერვატორიების დაცვა და რატომ ზღუდავენ ფრენებს ობსერვატორიების თავზე.
ამ კუთხით, ანალიტიკოსი მსოფლიო პრაქტიკებს ეყრდნობა და იმ ქვეყნების ჩამონათვალს აკეთებს, სადაც ასეთი შეზღუდვები ან აკრძალვები აპრობირებულია.
“ზოგადად ობსერვატორიები სტრატეგიულ ობიექტებს წარმოადგენენ და შესაბამისად მისი დაცვა სახელმწიფოს ვალია… დაცვა ხდება სამი კომპონენტის კომბინაციით: სინათლის კონტროლი, რადიო სიჩუმე, საჰაერო მოძრაობის მართვა და სწორედ ამ მესამე კომპონენტში შედის ფრენების შეზღუდვაც — ხშირად არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან ეფექტური.
რატომ ზღუდავენ ფრენებს ობსერვატორიების თავზე?
1. სინათლის დაბინძურება (Light pollution)
2. ვიბრაცია და ტურბულენცია
დაბალ სიმაღლეზე ფრენამ შეიძლება შექმნას ჰაერის რყევა, რაც ზემოქმედებს მაღალ სიზუსტეზე მომუშავე ტელესკოპებზე.
3. რადიოჩარევა (Radio interference)
4. უსაფრთხოება და სტრატეგიული მნიშვნელობა
ზოგი ობსერვატორია ასევე წარმოადგენს სტრატეგიულ ან სამეცნიერო ინფრასტრუქტურას.
შეზღუდვის რამდენიმე ფორმა გვხდება მსოფლიო პრაქტიკაში კერძოდ: სრული no-fly zone, მინიმალური სიმაღლის მოთხოვნები, მარშრუტების გადატანა (air traffic rerouting) და დროითი შეზღუდვები (მაგ. ღამით ან დაკვირვების კონკრეტულ პერიოდებში)
მსოფლიოს მასშტაბით ასეთი შეზღუდვები ანდა აკრძალვები საკმაოდ აპრობირებულია.
მაგალითად :
ესპანეთის კანარის კუნძულებზე Roque de los Muchachos Observator და Teide Observatory მოქმედებს ე.წ. “Sky Law” — ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სისტემა მსოფლიოში. ფრენები გადამისამართებულია, რომ არ გადაუფრინონ ობსერვატორიებს, ღამის ფრენებზე განსაკუთრებული კონტროლი, ასევე მკაცრად რეგულირდება განათება და რადიოგამოსხივება.
ჩილეში პრაქტიკულად ყველა ობსერვატორიის თავზე (Paranal Observatory, La Silla Observatory, Atacama Large Millimeter Array) შეზღუდულია ფრენები, დაცულია ტერიტორია და სახელმწიფოს აქვს დაწესებული მკაცრი სინათლის კონტროლი.
ვირჯინიის და არიზონას ობსერვატორიების თავზე Green Bank Observatory და Kitt Peak National Observatory აკრძალულია არა მხოლოდ ფრენები არამედ რადიო და ელექტრონული სიგნალებიც იზღუდება.
სამხრეთ აფრიკა South African Astronomical Observatory და MeerKAT Radio Telescope – დრონებისა და გარკვეული ტიპის ფრენები მკაცრად კონტროლდება.
ავსტრალია Siding Spring Observatory – საჰაერო მოძრაობა რეკომენდაციებით და მარშრუტების დაგეგმვით იზღუდება.
ინდოეთი Indian Astronomical Observatory – ფრენები შეზღუდულია.
რუსეთი, Special Astrophysical Observatory – ავიაციის მარშრუტები მაქსიმალურად გვერდს უვლის”- წერს სადღობელაშვილი.











