რომის პაპმა ლევ XIV-მ კამერუნში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა, თუმცა მისი სახელი პირდაპირ არ უხსენებია. პაპის განცხადებით, სამყაროს ანადგურებს „ტირანების მცირე ჯგუფი“, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის ღვთის სახელს ბოროტად იყენებენ და ომებზე მილიარდებს ხარჯავენ.
ეს დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლევ XIV-მ ირანში აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაგმო. საპასუხოდ, ტრამპმა სოციალურ ქსელში პაპს „კრიმინალის წინაშე სუსტი“ და „საგარეო პოლიტიკაში საშინელი“ უწოდა.
მიუხედავად ამისა, ტრამპი პაპთან კონფლიქტს უარყოფს. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პაპს აქვს უფლება თქვას ის, რაც სურს, თუმცა თავად შეიძლება მას არ ეთანხმებოდეს.
Facebook Comments Box











