უცხოური მედია

ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ბელარუსის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრა: „თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე მიაღწიოს, უბრალოდ გაჩუმდეს”

ზელენსკის გუნდმა ლუკაშენკო მკაცრად გააფრთხილა, რომ გაჩუმდეს, თუ სურს „პენსიამდე მიაღწიოს“. ბელარუსის მთელი ტერიტორია უკრაინული იარაღის მოქმედების ზონაშია და თუ იქიდან კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდება, ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტები განადგურდება, – როგორც უკრაინული მედია РБК-Украина იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, გამოცემა Зеркало-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, მიერ უკრაინის მისამართით ახლახან გაკეთებულ მუქარებს ძირითადად პროპაგანდისტული ხასიათი აქვს, თუმცა, თუ ბელარუსი კვლავ დაუშვებს თავისი ტერიტორიიდან რაკეტების ან დრონების გაშვებას, კიევი მას საომარ მოქმედებებში აქტიურ მონაწილედ ჩათვლის. ასეთ შემთხვევაში, პოდოლიაკის განცხადებით, მინსკისთვის შედეგები ისეთივე იქნება, როგორიც რუსეთის ფედერაციისთვის – შორ მანძილზე მოქმედი ტექნოლოგიების წყალობით, უკრაინას საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ ძირითად ობიექტზე დარტყმა.

„მაშინ ნახევრად ცარიელი ავტომატით, უფრო სწორად კი, მჭიდის გარეშე ‘კალაშნიკოვით’ სირბილი უბრალოდ ბავშვურ თამაშად მოგვეჩვენება“, – განაცხადა რეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

„როგორც ფრთხილ ადამიანს, რომელსაც სურს პენსიამდე მიაღწიოს, უზრუნველყოს ხელისუფლების გადაცემა და შექმნას დინასტია (ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სარკაზმით ვამბობ), მისთვის დღეს უმჯობესი იქნებოდა უბრალოდ გაჩუმდეს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაკავშირებით

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.