განცხადება · 150 ნახვა
„მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.“
„ორბანის და მადიარის ამომრჩეველი კონსერვატორია, ანუ ტრადიციული პოლიტიკური კულტურის მხარდამჭერები, ვისთვისაც ღირებულებები უმთავრესია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისი თქმით, მადიარი არ დათანხმდება ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს და მიღებული ანტი-ლგბტ კანონმდებლობა უნდა გაუქმდეს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მაქვს ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა უნგრეთში იყო დიდი პოლიტიკური თამაში. ვფიქრობ, მათ შეძლეს ევრობიუროკრატების რაღაც დონეზე მოტყუება და ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს ორბანის საუკეთესო ვარიანტი. ორბანი 16 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და მას ჰქონდა გარკვეული ეკონომიკური შეცდომები. უნგრეთში გრძელდება იგივე იდეოლოგია, რაც იყო ორბანის მმართველობის დროს და ჯერჯერობით ცვლილებები არ ჩანს. აღსანიშნავია, რომ ის, რაც სურდა ორბანს, ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით, მაგრამ ვერ შეძლო, უკვე გააკეთა მადიარმა.
ეჭვი მაქვს, რომ მადიარი არ დათანხმდება ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს და მიღებული ანტი-ლგბტ კანონმდებლობა უნდა გაუქმდეს. მადიარი კონსერვატორია, მასაც, ისევე როგორც ორბანს საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ. ვფიქრობ, რომ ის ამ კუთხით წინამორბედის გზას გააგრძელებს და არ დათანხმდება ამ საკითხის მიღებას. შეიძლება რაღაც დონეზე ანგარიში გაუწიოს ევროკავშირს და რაიმე დათმოს, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხის დათმობა ნიშნავს, რომ ის დათმობს მის მთელ იდეოლოგიას. მას არჩევნებში მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ ახალგაზრდა კონსერვატორია. ამ არჩევანით უნგრეთის სათავეში ხალხმა მოიყვანა ისევ კონსერვატორები, აქ კი უნდა გაკეთდეს დასკვნა: ორბანის და მადიარის ამომრჩეველი კონსერვატორია, ანუ ტრადიციული პოლიტიკური კულტურის მხარდამჭერები, ვისთვისაც ღირებულებები უმთავრესია. უნგრელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის არა ლიბერალიზმი, რომელზედაც დგას ჯერ კიდევ ბრიუსელი, არამედ საპირისპირო ტრადიციული პოლიტიკური იდეოლოგია,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
- თამარ ჩიბურდანიძე„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“
- თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
- თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“
