ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი2°C
  • გორი3°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ამბავიუცხოური მედია149 ნახვა

Reuters: ამერიკელების უმრავლესობა ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ტრამპს ადანაშაულებს

Reuters: ამერიკელების უმრავლესობა ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ტრამპს ადანაშაულებს

სააგენტო Reuters-ის დაკვეთით, კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების უმეტესობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ადანაშაულებს, რაც ნოემბერში კონგრესში გასამართი შუალედური არჩევნების წინ „რესპუბლიკურ“ პარტიაზე დიდ წნეხს ახდენს.

გამოკითხულთა 77% აცხადებს, რომ ბენზინზე ფასების ზრდაზე ტრამპია პასუხისმგებელი, რაც აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმით იყო გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასის ზრდით უკმაყოფილოები არიან როგორც „რესპუბლიკური“, ისე „დემოკრატიული“ პარტიის მხარდამჭერები. „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების 55% ფასების ზრდაში ტრამპს ადანაშაულებს. „დემოკრატი“ ამომრჩევლების 95% აგრეთვე ფიქრობს, რომ ფასების ზრდაში თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერია დამნაშავე.

გამოკითხვაში მონაწილე 58%-მა, ყოველი მეხუთე „რესპუბლიკელის“ და დამოუკიდებელი ამომრჩევლის 2/3-ის ჩათვლით, განაცხადა, რომ ნოემბერში კონგრესში გასამართ შუალედურ არჩევნებზე არ დაუჭერს მხარს იმ კანდიდატს, რომელიც ირანთან კონფლიქტთან დაკავშირებით ტრამპის მიდგომას იზიარებს.

გამოკითხვა 15-20 აპრილს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 3 555 დარეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო.