ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ28 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ15:54
ალექსანდრ ვუჩიჩი

განცხადება · 104 ნახვა

„დასავლელი პოლიტიკოსები სერბებს მოუწოდებენ, შეეგუონ კოსოვოს დაკარგვას, მაგრამ ეტყვით იმავეს უკრაინელებს ყირიმზე?“

დასავლელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც სერბებს მოუწოდებენ, „არ გაიხედონ წარსულისკენ“ და შეეგუონ კოსოვოს დაკარგვას, იგივე უნდა უთხრან უკრაინელებს ყირიმის საკითხზე, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პოდკასტში – The Rest Is Politics განაცხადა.

„თქვენ გვეუბნებით: არ გაიხედოთ წარსულისკენ, მაგრამ ეტყვით თუ არა იმავეს უკრაინელებს ყირიმზე – რატომ იხედებით წარსულისკენ, 2014 წელს დაკარგეთ ყირიმი, რატომ მიიჩნევთ მას კვლავ თქვენს ტერიტორიად? ამას თქვენ არასდროს გააკეთებთ. მსგავსი არაფერი მომისმენია დასავლეთის მრავალი ოფიციალური პირისგან“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ვუჩიჩის თქმით, კოსოვოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ ქვეყანას უბიძგა ანალოგიური ქმედებებისკენ.

„მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ დაიწყო მოქმედებები სუვერენული ერების წინააღმდეგ და საზღვრების შეცვლა მას შემდეგ, რაც მათ დაინახეს, რომ ეს შესაძლებელი გახდა სერბეთის შემთხვევაში. სწორედ ამ დროს გაიხსნა პანდორას ყუთი“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ალექსანდრ ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ დასავლური მედია და საჯარო სივრცე აყალიბებს დამახინჯებულ აღქმას მსოფლიოში რუსეთისა და დასავლეთის როლის შესახებ. მისივე თქმით, სერბეთი საკუთარ თავს არ მიიჩნევს „რუსეთის მარიონეტად“ და არც საკუთარ ქვეყანას განიხილავს „ბოროტების შუქურად“.

„ბოლო ოთხწელიწად-ნახევარი მესმოდა პრესიდან – აი, პატარა სერბეთი, ეს რუსეთის მარიონეტები დაიწყებენ ომს ბალკანეთში ვინმეს წინააღმდეგ, რომ გადაიტანონ ჩვენი ყურადღება რუსეთისგან. ეს ოთხწელიწად-ნახევარი მესმოდა და დღემდე ბოდიში არ გამიგია“, – აცხადებს ვუჩიჩი.