ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიპოლიტიკა115 ნახვა

ევროსტატი: ევროკავშირში გაუპატიურების შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 150%-ით, ხოლო სექსუალური ძალადობის შემთხვევები საერთო ჯამში 94%-ით გაიზარდა

ევროსტატი: ევროკავშირში გაუპატიურების შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 150%-ით, ხოლო სექსუალური ძალადობის შემთხვევები საერთო ჯამში 94%-ით გაიზარდა

ევროკავშირში სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევები ბოლო 10 წელიწადში მკვეთრად გაიზარდა, – ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (Eurostat) მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემებიდან.

სტატიაში მოყვანილია დანაშაულის სტატისტიკა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ევროკავშირის მასშტაბით პოლიციამ 256 302 სექსუალური ძალადობის ფაქტი აღრიცხა, რომელთაგან 98 190 გაუპატიურების შემთხვევა იყო. რაც საერთო რაოდენობის 38%-ს შეადგენს. 2023 წელთან შედარებით, სექსუალური ძალადობის დანაშაულები 5%-ით გაიზარდა, ხოლო გაუპატიურების შემთხვევები 7%-ით არის გაზრდილი.

მონაცემები აჩვენებს, რომ 2014-დან 2024 წლამდე პერიოდში სექსუალური ძალადობის შემთხვევები 94%-ით, ხოლო გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი.

ამავე ანგარიშში წარმოდგენილია მკვლელობების სტატისტიკაც. მაგალითად, 2024 წელს ევროკავშირში 3 953 განზრახ მკვლელობა დაფიქსირდა, რაც 2023 წელთან შედარებით 1%-ით მეტია. თუმცა, 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, მკვლელობების რაოდენობა 11%-ით შემცირებულია.