ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი1°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური−3°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ16 ᲛᲐᲘᲡᲘ09:33
ირაკლი ხელაძე

განცხადება · 87 ნახვა

დანიაში აქციის ძალის გამოყენებით დაშლაზე

„დანია კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტებს ამ ფორმით უსწორდებიან. ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია დეკორაციადაა ქცეული“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითებს, თავად კი საკუთარ მოქალაქეებს ამგვარი ფორმით უსწორდება.

როგორც მან განაცხადა, დანიის ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაშლასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.

“ბოლო პერიოდში, დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ, რომ ჭკუა დაგვარიგონ და მიგვითითონ დემოკრატიულობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს, ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული. შესაბამისად, უნდა მოვუწოდოთ დანიის ხელისუფლებას, რომ კეთილი ინებოს, და ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთოს განმარტება,” – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა, შედეგად, არაერთი აქტივისტი დაშავდა, 20-ზე მეტი კი დაკავებულია.

ირაკლი ხელაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი ხელაძე„1-ელი ოქტომბერი, დღე, როდესაც გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობა გადაწყდა საქართველოში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო ფიზიკურად აღარ იარსებებდა“
  2. ირაკლი ხელაძე„დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, რაც პოლიტიკურად მოტივირებული და არასამართლიანია – არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება!“