ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი1°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ27 ᲛᲐᲘᲡᲘ19:10
ლევან ჯგერენაია

განცხადება · 80 ნახვა

„ალიანსზე“

„თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ, რომ მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო- რადიოში რამდენი უსმენდა პროტესტს, ეგეც მისათვლელია, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა აპროტესტებდა“

პარტია „გირჩის“ წევრი ლევან ჯგერენაია „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ გამართულ 26 მაისის აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ, რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო.

ჯგერენაია ირონიით წერს, რომ რადიოში რამდენი უსმენდა პროტესტს, ეგეც მისათვლელია.

„ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე და ეგ პრობლემა მოაგვარონ, თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ (სხვებს ატყუებენ ხოლმე ძირითადად), რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო. მაშინ საერთოდ რატომ ეპატიჟებოდნენ აქციაზე ხალხს? ეთქვათ: ხალხო, არ შეწუხდეთ აქციაზე მოსვლით, მთავარია ტელევიზორი ჩავრთოთ ყველამ და ასე გავაპროტესტოთ ხელისუფლების მავნებლობები. როგორც ყოველთვის, სიმართლის თქმა და პრობლემაზე მითითება ქოცობაა, ხალხის მოტყუება – ქოცებთან ბრძოლა. ამიტომაც დღითიდღე ძლიერდება პროტესტი, წალეკა ტელევიზიები. პ.ს. რადიოში რამდენი უსმენდა პროტესტს, ეგეც მისათვლელია, რა. რადიო, ტვ, მობილურები, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა აპროტესტებდა.“- წერს ჯგერენაია

ლევან ჯგერენაია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან ჯგერენაია„ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა, 1 კვირა გავიდა 26 მაისის აქციიდან – რომ ამბობდნენ “ახალ ფაზაში” შევდივართო, რა ისმის ახალი ფაზის შესახებ, ან წინა ფაზები რამდენად წარმატებული იყო?“