ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ21 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ18:00
ზაალ მიქელაძე

განცხადება · 138 ნახვა

„აშშ-სა და ბრიუსელს საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების მოსაწყობად ისეთი ადამიანების გაზრდა სურდათ, რომლებიც მათთვის ყურმოჭრილი მონები იქნებოდნენ“

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი კურსი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

„როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცდილობს, ჩინეთთან მეგობრობა გააღრმაოს, რატომღაც იგივეს გაკეთება ჩვენ გვეკრძალება. მთელი ამბავიც სწორედ ეს არის,-“განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქართველოს არ უნდა მოუწიოს რომელიმე ძალის გავლენის ქვეშ მოქცევა და ქვეყანამ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეძლოს. მისი თქმით, სწორედ ამ კონტექსტში აღიქმება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაც.

“რევოლუციისა და გადატრიალების მოსაწყობად ისეთი ადამიანების გაზრდა სურდათ, რომლებიც აშშ-ისა და ბრიუსელისთვის ყურმოჭრილი მონები იქნებოდნენ.
როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცდილობს, ჩინეთთან მეგობრობა გააღრმაოს, რატომღაც იგივეს გაკეთება ჩვენ გვეკრძალება. მთელი ამბავიც სწორედ ეს არის. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, უკვე გავიარეთ 70 წლის განმავლობაში, როდესაც ჩრდილოეთის ვასალი ვიყავით. ახლა ვიღაცეებს უნდათ, რომ ბრიუსელის ვასალი გავხდეთ.
გამოჩნდა დიდი ქვეყანა – ჩინეთი, რომელთან შედარებითაც ჩვენ ერთი პატარა ქალაქივით ვართ, და ამხელა ქვეყანამ გადაწყვიტა, პატარა ქვეყანასთან თანასწორ და მეგობრულ ურთიერთობებში იყოს. სწორედ ამან შეაშფოთა ყველა,”- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ზაალ მიქელაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაალ მიქელაძე„ჩემი მხარდაჭერა მერაბს და საბას - თქვენი ბრძოლა იყო სამართლიანი და თქვენ ჩვენთან ერთად გაიმარჯვეთ“
  2. ზაალ მიქელაძე„ბიუჯეტის დაკორექტირებულ პროექტშიც არ არის გათვალისწინებული მარჩენალდაკარგული ბავშვებისა და რეზიდენტების მიზნობრივი დაფინანსება - ამ საკითხებზე მინდა მოვისმინო თქვენი პოზიცია“
  3. ზაალ მიქელაძე„ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება“
  4. ზაალ მიქელაძე„„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?“