კომენტატორმა, გიორგი კალატოზმა, გადაცემაში „ორშაბათობა“ ისაუბრა ცნობილ ვიდეოზე, რომელშიც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ. კალატოზის შეფასებით, იმ ვიდეოში „რაღაცები მართალი იყო.“
„კვარაცხელიას თემაზე მაგდა კლდიაშვილმა რომ ილაპარაკა, ჩემპიონთა ლიგა რომ იყო და კიდევ რომ მოიგო, ეგ რომ გინდება, მე არ გეუბნები რომ იმათ სწორად ილაპარაკეს, მე ბევრი შენიშვნა შეიძლება ვთქვა მაგ ვიდეოზე, რომ არ მომეწონა ეს სხვანაირად უნდა მომხდარიყო, მე კი არ ვამართლებ იმ ნარატივს რაც იქ გაჟღერდა, რაღაცები შეიძლება მართალი იყო, მთლიანობაში არ ვარ მაგ მხარეს, სხვანაირად ვიტყოდი მე, მაგრამ ეხლა ჩემპიონთა ლიგას იგებს მეორედ კვარაცხელია, მოდი Facebook-ზე შევალ ეხლა, იმათ ფოტოს დავდებ, აი ძალიან ცუდი საქციელია, ჯერ ხომ იმ ადამიანების მიმართაც, რა დააშავეს ეგეთი, რამხელა ბულინგის წინაშე არიან, ხალხო, თქვენ ვერ ხვდებით,“- განაცხადა გიორგი კალატოზმა.











