ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ16:19
ვიქტორ ჯაფარიძე

განცხადება · 115 ნახვა

გენერალურ პროკურორს

„„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და “გაკულაკებული” მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს, რატომ ჭიანურდება ეს საქმეები“

პარტია “ხალხის ძალის“ რეგიონალურმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გენერალური პროკურორის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას გიორგი გვარაკიძეს კითხვებით მიმართა.

დეპუტატმა გენერალურ პროკურორს სთხოვა დაჩქარდეს იმ საქმეების განხილვა, რომელიც წლებია სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში დევს და დაზარალებულმა ადამიანებმა მიიღონ პასუხი, თუნდაც უარყოფითი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი მაშინ [სააკაშვილის რეჟიმის დროს] გაუბედურებული და “გაკულაკებული” მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხს. ძალიან კარგად მესმის, რომ რთულია – შეიძლება კეთილსინდისიერი შემძენიც იყოს კონკრეტულ ქონებებზე; ისიც ვიცი, რომ რთული პრობლემებია – მესმის, რომ ბევრ ადამიანს დაუბრუნდა ქონება და ა.შ. მაგრამ, არიან გარკვეული პიროვნებები, რომელებიც საქმეების გადახედვას ითხოვენ, ასეთ დროს უარიც პასუხია, რომ იმედი აღარ ჰქონდეთ ქონების დაბრუნების.

ვიცი, რომ ამ საკითხის განხილვა ამ ფორმატში არ არის შესაძლებელი, მაგრამ მაინც გეტყვით ერთ-ერთ ქეისზე. მოქალაქე ბონდო შალიკიანის საქმე მთელმა ქვეყანამ იცის, ყველამ იცის, რა გაუკეთეს, ბოლოს გაურკვეველ ვითარებაში იქნა მოკლული მინსკში. მისი ოჯახი კი მთლიანად გაკულაკებულია. ჩამორთმეული ქონება ოჯახმა ვერ დაიბრუნა.

აქ არიან პარლამენტის წევრები, რომლებიც სამართლიანობაზე საუბრობენ. მსურს შევახსენო ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ბონდო შალიკიანზე ამბობდა, თითქოს ის კანონიერი ქურდი იყო და ქონება ამიტომ არ უბრუნდებოდა. მსურს შევახსენო, რომ ის (ბონდო შალიკიანი) იყო პარლამენტის არჩეული წევრი, რომელიც დააპატიმრეს; საჯაროდ გახდა ცნობილი ინფორმაცია, როგორ ითხოვდნენ გუბერნატორი და პროკურორი ქონების გადაფორმებას. ეს ყველაფერი მაგალითის სახით მოგიყევით და გთხოვთ, როგორმე დააჩქაროთ ეს პროცესები -უარიც პასუხი იქნება,”- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძის საპასუხოდ გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დეპარტამენტში დღესაც არის მიმართვიანობა და გარკვეულწილად გასაკვირია, როდესაც ახლა შემოდის ისეთი განცხადებები, რომლებიც შეიძლებოდა შემოსულიყო დეპარტამენტის შექმნის ეტაპზე. გენერალურმა პროკურორმა თავი შეიკავა კონკრეტულ საქმეებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია პროცესების დაჩქარების აუცილებლობა.

ვიქტორ ჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ვიქტორ ჯაფარიძე„მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება - საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა“
  2. ვიქტორ ჯაფარიძე„ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას“
  3. ვიქტორ ჯაფარიძე„ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს“
  4. ვიქტორ ჯაფარიძე„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობ იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო“