ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ17:44
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 106 ნახვა

„ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა – არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა – ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა“

მსოფლიო რუკა გადაკეთების პროცესშია და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან შეგნებულად უწევს იგნორირებას რეალობას! რუმინეთის პარლამენტის ნაბიჯები მოლდოვასთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის ხშირად გაუთვლელი და ხისტად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა გამოც, საბოლოო ჯამში, დარტყმის ქვეშ ისევ ჩვენნაირი, გეოპოლიტიკურად მოწყვლადი ქვეყნები დგებიან – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, როცა დასავლეთიდან გვაკრიტიკებენ და ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო გვსჯიან, ხოლო ჩრდილოეთიდან ანექსიით გვემუქრებიან, ერთადერთი სწორი გზა საკუთარი ინტერესების გარშემო ჩაკეტვაა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ გატარებული ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც პროვოკაციების თავიდან არიდებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, არსებული ვითარების გათვალისწინებით სწორი არჩევანია.

„ მსოფლიო რუკა გადაკეთების პროცესშია და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან შეგნებულად უწევს იგნორირებას რეალობას! – რუმინეთის პარლამენტის ნაბიჯები მოლდოვასთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის ხშირად გაუთვლელი და ხისტად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა გამოც, საბოლოო ჯამში, დარტყმის ქვეშ ისევ ჩვენნაირი, გეოპოლიტიკურად მოწყვლადი ქვეყნები დგებიან. – ამ ფონზე, კრემლიდან მყისიერად აქტიურდება საუბრები სამაჩაბლოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) შესაძლო მიერთებაზე. ეს არ არის შემთხვევითი მინიშნებები — ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ დიდ თამაშებში პატარა სახელმწიფოებს ხშირად საზარბაზნე ხორცად და სავაჭრო მონეტად განიხილავენ.

– ბოლო წლებში აშკარა გახდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება – სხვისი დღის წესრიგით სიარულს, იქნება ეს ჩრდილოეთი თუ დასავლეთი, ქვეყანა ყოველთვის უმძიმეს შედეგებამდე მიჰყავს. როცა დასავლეთიდან გვაკრიტიკებენ და ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო გვსჯიან, ხოლო ჩრდილოეთიდან ანექსიით გვემუქრებიან, ერთადერთი სწორი გზა საკუთარი ინტერესების გარშემო ჩაკეტვაა. – ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა – არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა – ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა. – აღარ გვაქვს ილუზიების დრო. სხვისი ომების ჩვენს მიწაზე გადმოტანა და “იდეოლოგიური ერთგულების” გამო ტერიტორიების საბოლოო დაკარგვის რისკის ქვეშ დაყენება არის დანაშაული. – გამოსავალი არის: ჩვენი ქვეყანა ჩვენვე გვეკუთვნის! არც რუსეთი და არც ევროპა ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს და არც ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავს საკუთარი ინტერესების საზიანოდ. – საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – წერს სადღობელაშვილი.

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
  2. ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
  3. ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
  4. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“