ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი9°C
  • გორი7°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ17:30
The Independent

განცხადება · 172 ნახვა

„ევროკავშირი იძიებს ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის ჩატში საიდუმლო ჯგუფურ საუბარს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ტრამპთან გამკლავების გზებს“ განიხილავდნენ“

ბრიტანული გამოცემის The Independent-ის ინფორმაციით, ევროკომისია გამოძიების ქვეშ მოექცა საიდუმლო ჯგუფური ჩატის გამო, რომელშიც მონაწილეობდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რამდენიმე ევროპელი ლიდერი, განხილვის თემა კი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის სტრატეგიები იყო.

არსებული ინფორმაციით, ამ ჯგუფში შედიოდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. თუმცა ჩატის შინაარსი კონფიდენციალური დარჩა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მედიაორგანიზაციის მოთხოვნა მიმოწერაზე წვდომის შესახებ უარყო.

„ომბუდსმენმა ტერეზა ანჟინიომ გასულ პარასკევს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით აცნობა, რომ დაიწყებდა გამოძიებას მოთხოვნის განხილვის პროცესთან დაკავშირებით, რათა დაედგინა, გამოავლინა, თუ არა კომისიამ გამჭვირვალობის ნაკლებობა. ჰოლანდიურმა საგამოძიებო ორგანიზაციამ „Follow the Money“-მ იანვარში მოითხოვა მიმოწერაზე წვდომა, თუმცა კომისიამ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მისმა გამოქვეყნებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ევროკავშირის ურთიერთობებს ბლოკის გარეთ მყოფ ქვეყნებთან. გამოძიება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაგრძელდება, ხოლო კომისიის წარმომადგენლებსა და ანჟინიოს შორის შეხვედრა მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებისთვის არის დაგეგმილი“, – წერს The Independent-ი.

მარტის დასაწყისში ჯგუფურ ჩატებზე წვდომაზე უარის თქმის თავდაპირველ გადაწყვეტილებაში კომისიამ განაცხადა, რომ „მუდმივი არაფორმალური და პირადი კონტაქტი იყო მესამე ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით“. კომისიამ განაცხადა, რომ ამ მიმოწერაზე წვდომა არ შედიოდა საზოგადოებრივ ინტერესში. გამოცემა Politico-მ ე.წ. „ვაშინგტონის ჯგუფის“ შესახებ პირველად იანვარში დაწერა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ლიდერები ერთმანეთს შეტყობინებებს უგზავნიდნენ ყოველ ჯერზე, როდესაც ტრამპი რაიმე პოტენციურად საზიანო განცხადებას, ან ქმედებას ახორციელებდა.

„როდესაც მოვლენები სწრაფად ვითარდება, კოორდინაცია რთულდება და ეს ჯგუფური ჩატი ნამდვილად ეფექტიანია“, – განუცხადა წყარომ გამოცემას. „ეს ბევრს ამბობს პირად ურთიერთობებზე და იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი“. ჯგუფი, რომელიც აღწერილია, როგორც „არაფორმალური, მაგრამ აქტიური“, შეიქმნა მას შემდეგ, რაც ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად თეთრ სახლს გასული წლის აგვისტოში ეწვივნენ.