ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი10°C
  • გორი11°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ19:36
გიორგი შარაშიძე

განცხადება · 145 ნახვა

„ძალადობაზე სხვას მიუთითებენ, თავად კი არიან გავეშებული, მოძალადე რადიკალები… ეს არის დანაშაული. ვაპირებთ, სამართლებრივი რეაგირება მოვითხოვოთ.“

რა რადიკალიზმზე და სიძულვილის ენაზეა საუბარი, ძალადობაზე სხვას მიუთითებენ, თავად კი არიან გავეშებული, მოძალადე რადიკალები, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები მზად არიან, „ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი შეჭამონ“.

„ხალხმა პირდაპირ ნახა და ყველასთვის ცხადი ხდება. რა რადიკალიზმზე და სიძულვილის ენაზეა საუბარი, ძალადობაზე სხვას მიუთითებენ და თავად არიან გავეშებული, მოძალადე რადიკალები. მზად არიან, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი „შეჭამონ“. არ ვიცი, ვინ დაიწყო, ტრიბუნაზე ვიდექი, რამდენიმე წამით ადრე იყო დაწყებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, გიგა ფარულავას დაესხნენ თავს. შევწყვიტე გამოსვლა, დარბაზში მივედი და იქ გაგრძელდა სასტიკი ჩხუბი. პრემიერ-მინისტრი რომ გქვია, პარლამენტში რომ ხარ მოსული წლიური ანგარიშით, ამას როგორ უშვებ, ეს როგორ უნდა დაუშვა, რა თავმოყვარეობაზეა ლაპარაკი. ძალადობაზე ნება აქვთ მიცემული, რაც უნდათ, აკეთონ. რუსული სიტყვაა, რომელსაც არ აქვს კარგი ქართული ანალოგი „ბესპრედელია“. ჩვეულებრივი განუკითხაობა. რომ ჰკითხო, ხელისუფლება ჰქვია და რაღაც სტრუქტურებს წარმოადგენენ. კობახიძეს ერთგულებას უმტკიცებენ ჩხუბით და მუშტებით? ერთ ჩემს გადამეტებულ სიტყვას ვერ ნახავთ, არ ვიცი, დარბაზში რა ხდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც გიგა იკადრებდა ისეთს, რასაც შეიძლება, ჩხუბი მოჰყოლოდა. თქვენ იცით ჩვენი გუნდის ესთეტიკა. როგორც კი მწარე სიმართლეს ეუბნები, წყობიდან გამოდიან“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

„კაცობაზე და ვაჟკაცობაზე ხომ გველაპარაკებიან, სადაური წესია 89-12-ის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული. ვაპირებთ, სამართლებრივი რეაგირება მოვითხოვოთ. აბა, რას ვიზამთ, ამას ასე ხომ არ დავტოვებთ. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას. გადავხედავთ და ვნახავთ, ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თუ ვინ დაიწყო ძალადობა. ომს თუ გამოგვიცხადებენ და გვეტყვიან, მოდით, ვნახოთ, ვინ უფრო მაგარია, ვინ მოერევაო. ჩხუბი მორევაზეა და კი ბატონო, გვეცოდინება ჩვენც, რომ საჩხუბრად შემოვედით პარლამენტში და არა პოლიტიკური სიტყვისთვის, განსხვავებული აზრის სათქმელად. ეს არის სამწუხარო რეალობა. დღესვე შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გიორგი შარაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი შარაშიძე„კიდევ კარგი, „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში მშვიდობიან დამხობაზე არ არის საუბარი“
  2. გიორგი შარაშიძე„პოლიტიკოსი იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა მართებთ, რათა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებს საქართველოსთვის საფრთხე არ მოჰყვეს“
  3. გიორგი შარაშიძე„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, „ოცნება“ თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ყველა მავნებელია, ვინც მოსახლეობის დასჯას მოითხოვს, რადგან უვიზო რეჟიმი ქართველი ხალხის მონაპოვარია“
  4. გიორგი შარაშიძე„დღეს ხელიდან არ ვუშვებთ იმ შანსს, რომ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ვუთხრათ სიმართლე – ეს არის ჩვენი ე.წ დებატებში, სინამდვილეში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის მიზანი, თორემ დებატები პარლამენტში გვაქვს“