ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური12°C
  • მესტია3°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ17:28
სომხური მედია

განცხადება · 129 ნახვა

„სომხეთში დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენელი ავეტიკ ჩალაბიანი, რომელსაც ბრალად უცხოელების დახმარებით ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა ედება“

სომხეთში ოპოზიციონერი ავეტიკ ჩალაბიანი დააკავეს – მას უცხო სახელმწიფოების ოფიციალურ პირებთან შეხვედრა და მათთვის “სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვების უზრუნველყოფისკენ” მოწოდება ედება ბრალად.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩალაბიანი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის “სომხეთის რეფერენდუმის” წევრია, ოთხშაბათს დააკავეს.

მედიის ცნობით, ჩალაბიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით, დაკავების მიზეზი ჩალაბიანის მიერ 2026 წლის მაისში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტები გახდა, სადაც ის სხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდა.

“დაარწმუნა და წააქეზა ისინი, გამოეყენებინათ თავიანთი სამსახურებრივი და მთავრობის უფლებამოსილებები და გავლენა სომხეთის მოქალაქეების საარჩევნო უფლებების თავისუფალი განხორციელების ხელშესაშლელად”, – აცხადებს უწყება.

გამოცემა Civilnet კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ ჩალაბიანმა უცხოელ ოფიციალურ პირებთან შეთანხმებას მიაღწია, რათა “ამ ქვეყანაში მყოფი სომეხი დასაქმებულები” ეიძულებინათ, ჩასულიყვნენ სომხეთში და ხმა მიეცათ “ძლიერი სომხეთის ალიანსისთვის” – ოპოზიციური ჯგუფისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად არ სახელდება ის ქვეყანა, რომელსაც ჩალაბიანი ეწვია, სომეხი ოფიციალური პირები და ადგილობრივი მეთვალყურეები 7 ივნისის არჩევნებამდე აფრთხილებდნენ საზოგადოებას შესაძლო ჩარევის შესახებ.

სომხური მედია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სომხური მედია„ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა“
  2. სომხური მედია„სომხეთი ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას ცდილობს“