ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ17:29
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 160 ნახვა

„ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა, წესით, კარგად უნდა იცოდნენ თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – დაავადებაზე ხუმრობა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია“

ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ ბატონი თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ რომ გამოდიხარ და მსგავს სტატუსს წერ, მინიმუმ უხერხულობა მაინც უნდა იგრძნო, – ამ სიტყვებით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ბერდია სიჭინავას სტატუსს ეხმიანება, სადაც ის თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირონიით საუბრობს.

ჩიხელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება პოლიტიკური თავდასხმის იარაღად მიუღებელია და აღნიშნული თემით მანიპულირება არც იუმორი და არც თავისუფალი სიტყვის გამოხატულებაა.

„ლიდერის (გახარიას) ძიებაში დაკარგული ბერდია, თენგიზ შარმანაშვილის შესახებ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ყოვლად მიუღებელ და გაუგონარ სტატუსს წერს. ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ ბატონი თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ რომ გამოდიხარ და მსგავს სტატუსს წერ, მინიმუმ უხერხულობა მაინც უნდა იგრძნო. მაგრამ იმდენად ხართ შეჩვეული ტყუილების გავრცელებას, ადამიანების დაკნინებასა და პოლიტიკური ქულების წერას ნებისმიერი თემის ხარჯზე, რომ, როგორც ჩანს, ელემენტარული ზღვარიც აღარ არსებობს. დაავადებაზე ხუმრობა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია. ელემენტარული ადამიანობა მაინც უნდა გკარნახობდეს, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც უბრალოდ უნდა გაჩუმდე. როდესაც პოლიტიკური პოლემიკა პირად ტრაგედიებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს ეხება, ეს უკვე არა პოლიტიკური კრიტიკა, არამედ ღირსების ზღვრის გადაკვეთაა.

სკანდალის ძიებაში გამოკიდებულმა არ უნდა ჩაიდინო ისეთი საქციელი, რომელიც ადამიანურ სახეს დაგაკარგვინებს. პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ავადმყოფობაზე დაცინვა, ირონია ან ამ თემით მანიპულირება არც იუმორია, არც პოლიტიკა და არც თავისუფალი სიტყვის გამოხატულება. ეს უბრალოდ უღირსი საქციელია, რომელსაც გამართლება არ აქვს. როგორც ჩანს, გახარიამ ბერდია ჭორაობაშიც კარგად გაწაფა. ამ პარტიისგან საზოგადოებას რეალური პოლიტიკური დისკუსია, არგუმენტებზე დაფუძნებული პოლემიკა არასდროს მოუსმენია. სამაგიეროდ, მუდმივად ისმის ჭორები, სპეკულაციები, პერსონალური თავდასხმები და სკანდალის ხელოვნურად შექმნის მცდელობები. როგორც გახარია, ისე მთლიანად მისი პარტია ერთი დიდი ბოლია, რომლებიც რეალური პოლიტიკური დღის წესრიგისა და არგუმენტების ნაცვლად, მუდმივად ჭორებით, სპეკულაციებითა და ხმაურის შექმნით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას.“- წერს დავით ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  2. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  3. დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
  4. დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“