ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ამბავიუცხოური მედია174 ნახვა

Reuters- ნავთობის ფასები, ირანში ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა

Reuters- ნავთობის ფასები, ირანში ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა

25 ივნისს Brent-ის მარკის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ბარელზე 72,48 დოლარამდე შემცირდა, რაც თებერვლის ბოლოდან მოყოლებული მინიმალური მაჩვენებელია. მოგვიანებით კოტირებები ოდნავ დაკორექტირდა და ბარელზე 73 დოლარს გადასცდა. ამერიკული WTI მარკის ნავთობი კი 70 დოლარის ფარგლებში იყო, იტყობინება Reuters-ი.

გარდატეხა მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონმა და თეირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე 60-დღიანი მოლაპარაკებების ფანჯარას ითვალისწინებს. ტანკერებმა ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა განაახლეს და ახლო აღმოსავლეთში მიწოდების შეფერხების შიშიც გაქრა.

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის, კრის რაიტსის განცხადებით, გადაზიდვების მოცულობა უკვე უახლოვდება ომამდელ დონეს. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში სულ მცირე 20 მილიონმა ბარელმა ნავთობმა გაიარა.

ვითარების სრული ნორმალიზებისთვის კი, კიდევ რამდენიმე კვირა იქნება საჭირო — აკვატორია განაღმვას საჭიროებს, ხოლო Kpler-ის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ტრაფიკი საგრძნობლად გაიზარდა, ის ჯერ კიდევ ჩამორჩება ძველ მაჩვენებლებს. ამასთანავე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანის გარშემო ნებისმიერ ახალ გამწვავებას ბაზრის საპირისპირო მიმართულებით შემობრუნება რამდენიმე დღეში შეუძლია.