ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ14:14
ერთიანი ნეიტრალური საქართველო

განცხადება · 103 ნახვა

„ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა“

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გვსურს მივმართოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ფსევდოლიბერალური ჯგუფებისგან თავსმოხვეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აქტუალურობას არ კარგავს. მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ურთულესი გამოწვევებია, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ვერ ახერხებს საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ სახელმწიფო სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და რომ საზოგადოებრივი დისკუსია რეალურ პრობლემებზეა ორიენტირებული.- ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, „განსაკუთრებით საგანგაშოა ხელისუფლების უუნარობა, სათანადო პასუხი გასცეს უცხოეთიდან დაფინანსებულ იმ ჯგუფებს, რომლებიც თავს ცხოველთა უფლებების დამცველებად ასაღებენ, თუმცა, სინამდვილეში მათი საქმიანობა ნებისმიერი თემის პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოყენებას ემსახურება.“

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი მიზანი არა პრობლემების მოგვარება, არამედ ქვეყნის მუდმივ დაძაბულობასა და არასტაბილურობაში დატოვებაა.

„ეს ე.წ. ცხოველთა უფლებადამცველი ენჯეო-ები, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების თემით მანიპულირებენ, ძირითადად, ისევ ის ფსევდოლიბერალები არიან, რომლებიც ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებდნენ საზოგადოებას. ზოგადად ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი − ეს ორივე მიმართულება ერთიანდება მემარცხენე-ლიბერალური იდეოლოგიის ქოლგის ქვეშ და რეალურად ორივე პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყველაზე ნათელი მაგალითი ე.წ. ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესის გატარებას ემსახურება. ქართულმა საზოგადოებამ ის ჩვენს ქვეყანაშიც იხილა, როდესაც რევოლუციური პროცესების მხარდასაჭერად ჩამოვიდა.

ისევე, როგორც გლობალურად, საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა, რათა მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი კეთილდღეობა კი არა, ცხოველების გამოგონილი უფლებები გახდეს. ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვის ნაცვლად, მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრების მოწყობაზე ზრუნავდეს. ანუ, მათი ამოცანა იმგვარი ვითარების შექმნაა, რომელიც ქვეყანას დააზიანებს − თუკი მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ქუჩებში უკონტროლოდ გაიზრდება, მოიმატებს ადამიანებზე თავდასხმის და დაკბენის რისკიც, რაც უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ტურიზმის კუთხით სერიოზულ გამოწვევად იქცევა. ასეთ პირობებში დაზარალდებიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი ვიზიტორებიც. ხოლო თუკი ეს პროცესი უკონტროლოდ გაგრძელდება, ქვეყანაში შეიქმნება გარემო, რომელიც უარყოფითად აისახება როგორც ტურისტულ მიმზიდველობაზე, ისე მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საბოლოოდ, საზოგადოებისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნა და სახელმწიფოს მუდმივი კრიზისების რეჟიმში გადაყვანა სწორედ ის შედეგია, რომლის მიღწევასაც ისინი ცდილობენ. მათი მიზანი არა პრობლემების მოგვარება, არამედ ქვეყნის მუდმივ დაძაბულობასა და არასტაბილურობაში დატოვებაა. ამ ფონზე, სრულიად გაუგებარია, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის მტრების, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების კარნახს მიჰყვება და ისეთ აბსურდულ დაპირებებს აძლევს, რომლის ანალოგი რთული სანახავია.“- ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთიანი ნეიტრალური საქართველო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება“
  2. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება“
  3. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“
  4. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„პატარა ინგუში გმირის ტრაგედია, სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა. ეს ნაბიჯი არის ერთი ინდივიდის ქმედება, რომელიც მთლიანად ერის სულისკვეთებას გადმოსცემს და მის იდენტობას აყალიბებს“