ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ00:23
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 114 ნახვა

„საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია, მთელ მსოფლიოში ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა“

ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ისაუბრებს.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ადრე თუ გვიან ყველა მივა იმ აზრამდე, რომ ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა.

“ისინი სრულიად გაშიშვლდნენ აგენტურულ ველზე, უკვე ღიად არიან გადმოსული შეტევაზე, ასე რომ, ჩვენ ჩვენი კურსი გვაქვს და ამ კურსი მივყვებით ძალიან პრაგმატულად. მაგრამ ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია გამოვიდა და საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია. ახლა დრო არის არამხოლოდ ჩვენ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის. საუბრობენ შუა დერეფანზე და საქართველოზე არ საუბრობენ. ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ვიზიტები სამთავრობო გუნდმა ბოლო თვეებში განახორციელა, იქნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას პრაგმატულად სჭირდება. ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ვარჩიეთ მშვიდობა, რომელმაც მოიტანა ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ყველასთან ვისაუბრებთ, ყველა პარტნიორთან და იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ერთმანეთს ასწრებენ ევროპელი ლიდერები ჩასვლას.

ჩვენ ვამბობთ: ჩვენ აქ ვართ, ჩვენი ინსტიტუციები ასე მუშაობენ, ჩვენი საკანონმდებლო სივრცე მუშაობას ასე, და ამ ყველაფერთან ერთად სრულ ჰარმონიზებაშია იმ დასავლურ ღირებულებებთან, რომელსაც პატივს ვცემთ. ხშირად მოგვისმენია, რომ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირდა; ამ დროს, რიგითი მოქალაქე ისმენს, რომ მოლდოვაში სადაც ერთი ტელევიზიაა დარჩენილი, ამბობს იგივე ბიუროკრატი, რომ აქ არის თურმე დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების აკვანი და საქართველოში, სადაც ნებისმიერს შეუძლია მედიის დარეგისტრირება, თურმე სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია, პოლიციელის დაწვა და პარლამენტის დაწვა თურმე გამოხატვის თავისუფლებაა და ასანქცირებენ „იმედს“, რომელიც არის დამოუკიდებელი ტელევიზია, რადგან თვალში არ მოსდით“, – განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს“
  2. ირაკლი კირცხალია„თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი“
  3. ირაკლი კირცხალია„ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება“
  4. ირაკლი კირცხალია„უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის ნათელი მაგალითი“