განცხადება · 103 ნახვა
„კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი” (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები“
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომარედ.
მისი შეფასებით, სააკაშვილის ავატარი ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ,,ნაცმოძრაობა” და სიტყვა ,,ინტელექტი”- თუნდაც ხელოვნური, ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
,,კარგი იქნება, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ. მართალია, პარტიას, რომლის სახელიც სამარადჟამოდ არის დაკავშირებული საქართველოში მკვლელი, მწამებელი და გამაუპატირებელი რეჟიმის შექმნასთან, სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარის თავმჯდომარეობა ვერაფრით გააკეთილშობილებს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი” (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები,” – წერს ხუბუა X-ზე.
ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
- ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
- ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
- ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“
