განცხადება · 140 ნახვა
„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო – ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი.- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „”ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
ხუბუას თქმით, „ფავლენიშვილს უვიცობასთან ერთად საკუთარმა ქვეცნობიერმაც დარია ხელი და ხმამაღლა ათქმევინა ის, რასაც საქართველოზე ფიქრობს – ეს ქვეყანა სიბნელისა და ბოროტების ციტადელიაო.“
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ტოლკინის ფანტასტიკაში მორდორი ბნელეთის მხარეა, რომლის მბრძანებელმა საურონმაც მას უშველებელი და დაუძლეველი კარიბჭე აუშენა. როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო – ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი. როგორც ჩანს, ნაც ფავლენიშვილს უვიცობასთან ერთად საკუთარმა ქვეცნობიერმაც დარია ხელი და ხმამაღლა ათქმევინა ის, რასაც საქართველოზე ფიქრობს – ეს ქვეყანა სიბნელისა და ბოროტების ციტადელიაო. პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, იმას საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს.“- წერს ხუბუა X-ზე.
ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
- ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
- ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“
- ჯაბა ხუბუა„ნაცსექტისათვის გიგა ავალიანის დედა საინტერესო იყო როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ, მაგრამ რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი“
