ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ18:32
ჯაბა ხუბუა

განცხადება · 121 ნახვა

„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“

ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა – საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება, ივანიშვილის “დანაშაულია” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ეს დანაშაული მას არ აპატიონ, სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, სესხების განულების თემის ჩათვლით.

“საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურება არც სესხების განულებაა, არც – სამების ტაძრის მშენებლობის დაფინანსება, არც – სხვა ეკლესია-მონასტრების აღდგენა და რესტავრაცია, არც – საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, უნივერსიტეტებისა და თეატრების გარემონტება, ინვენტარიზაცია თუ სულაც ახლის აშენება, არც – სამედიცინო და სარეკრეაციო, სპორტული და კულტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტები და საერთოდ, არცერთი ქველმოქმედება, რაშიც მას 3 000 000 000 (სამ მილიარდი) აქვს დახარჯული… ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა – საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან. კი, სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი და უპირველესი დამსახურება საქართველოს წინაშე და მისი უმთავრესი დანაშაული საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ბოლომდე და ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს დანაშაული არ აპატიონ. სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით.” – წერს ხუბუა X -ზე.

ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
  2. ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
  3. ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“
  4. ჯაბა ხუბუა„ნაცსექტისათვის გიგა ავალიანის დედა საინტერესო იყო როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ, მაგრამ რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი“