ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი9°C
  • გორი7°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ6 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ11:19
ზაზა შათირიშვილი

განცხადება · 88 ნახვა

„2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით“

ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, უნდა დაინგრეს საქართველო, რომლის ეკონომიკაც წინ მიდის! – ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების პოლიტიკა კონფლიქტის გახანგრძლივებისა და მისი მასშტაბების ზრდისკენაა მიმართული, რაც, საბოლოოდ მთელი კონტინენტის კატასტროფული ეკონომიკური გამოფიტვით უნდა დასრულდეს, რისი ნიშნებიც როგორც უკრაინაში, ისე რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში აშკარად ჩანს.

„რასაკვირველია, ვერც ამ წერილში ავუვლით გვერდს საქართველოს ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას. როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს უცხოელმა ჩინოვნიკმა პირდაპირ განუცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო, თუკი რუსეთთან ახალი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო სამ დღეზე მეტხანს ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან სამი დღის შემდეგ საქართველოს პარტიზანულ ომზე შეეძლო გადასვლა, ხოლო ე.წ. მეგობრები „კონსერვებით“ მოგვამარაგებდნენ.

რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, უნდა დაინგრეს საქართველო, რომლის ეკონომიკაც წინ მიდის! უნდა დაინგრეს ისე, ან უარესად, როგორც ევროპა ინრევა დღეს და დაინრევა ხვალ!

დღეის მდგომარეობით, გლობალური ომის პარტია ძალთა დაბალანსებას ცდილობს – უკრაინა რუსეთისთვის სერიოზულ გამოწვევად აქციეს, თუმცა რუსეთი, რომელსაც გაცილებით უფრო სერიოზული სამხედრო რესურსი და პოტენციალი აქვს, მას ჯერ-ჯერობით არ იყენებს. რა თქმა უნდა, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ეს პოლიტიკა კონფლიქტის გახანგრძლივებისა და მისი მასშტაბების ზრდისკენაა მიმართული, რაც, საბოლოოდ მთელი კონტინენტის კატასტროფული ეკონომიკური გამოფიტვით უნდა დასრულდეს, რისი ნიშნებიც როგორც უკრაინაში, ისე რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში აშკარად ჩანს.

ვისაც ამაში იოტისოდენა ეჭვი მაინც ეპარება, შეხედოს უკრაინის ეკონომიკას, რომელიც აღარ არსებობს, შეხედოს იმას, თუ რა ხდება რუსეთში ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით და რა ხდება ევროკავშირის ერთ დროს მოწინავე ეკონომიკაში,“ – აღნიშნულია ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

ზაზა შათირიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაზა შათირიშვილი„თუკი ვინმე გაბედავს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან“
  2. ზაზა შათირიშვილი„ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს“
  3. ზაზა შათირიშვილი„ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“
  4. ზაზა შათირიშვილი„“დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან“