განცხადება · 172 ნახვა
„„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, ოპოზიციის მონოპოლიზება მოახდინოს და სხვა პარტიები მოგუდოს.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაცმოძრაობა“ აჩვენებს, რომ მას ზნე არ შეუცვლია. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში დაკარგული ადგილის დაბრუნებას ცდილობს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„აქამდეც დარღვევებით მუშაობდა, მათ შორის, მორალური წესების. კარგია, რომ თინა ბოკუჩავას გონება გაუნათდა, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თავის თავზე იწვნია ის, რასაც მისი პარტია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათზე ძალადობდა, სახლებს და ქონებას ართმევდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ისინი არად დაგიდევდნენ არც კანონს, არც წესს, არც ადამიანობას. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ როგორმე, ე.წ. ოპოზიციურ სპექტრში დაკარგული ადგილი დაიბრუნოს. მათი მთავარი ამოცანაა, რომ ოპოზიციის მონოპოლიზება მოახდინოს. ისინი ცდილობენ, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდონ, რათა ოპოზიციაში თავად იყვნენ. სამწუხაროდ, ეს წლების განმავლობაში გამოსდიოდათ, მაგრამ ეს კარგი ქვეყნის დემოკრატიისთვის არ არის. იმედია, მათი მცდელობა უშედეგო იქნება და მთავარი ოპოზიციის სტატუსს ვერ დაიბრუნებენ“, – განაცხადა სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკოლოზ სამხარაძე„ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“
- ნიკოლოზ სამხარაძე„“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” – ეს გამონათქვამი მიესადაგება ევროკავშირს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს?“
- ნიკოლოზ სამხარაძე„ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილი რეზოლუციისთვის უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისთვის“
- ნიკოლოზ სამხარაძე„შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია“
