„“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” – ეს გამონათქვამი მიესადაგება ევროკავშირს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს?“
„„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს“
„ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილი რეზოლუციისთვის უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისთვის“
„შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია“
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე
„საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც მაისში დაიდო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის“
„მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა“
„ბოლო არასრული 3 თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ევროკავშირის 6 წვერ სახელმწიფოში, ექვსივე სახელმწიფოში შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ვგულისხმობ, პოლიტიკური დიალოგის არქონას“
„ვერსად წაიკითხავთ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ეუთოს გენერალურმა მდივანმა შარშან განაცხადა, რომ ოპოზიციამ ძალიან დააშავა, ვერ გაამართლეს ამომრჩევლის ნდობა და არ შევიდნენ პარლამენტში, რაც იყო დიდი დანაშაული“
„საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები“
„იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მომავალშიც მხარს დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგს“
„საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში“
„ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია ახალ ადმინისტრაციასთან – დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რომელიც ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ იქნება მიმართული“
„რეგიონში ბიზნესგარემო უფრო რთული და რისკებისადმი მგრძნობიარე გახდა, ამ კონტექსტში, საქართველოს შეუძლია კონსტრუქციული როლის შესრულება“