ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი9°C
  • გორი7°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ6 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ11:16
ზაზა შათირიშვილი

განცხადება · 169 ნახვა

„უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, „დიფ სთეითმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსოფობია უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა, ეს კი იმაზე დიდ მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე შეიძლება მავანს წარმოედგინოს – „დიფ სთეითმა“ შეძლო როგორც რუსეთის, ისე ევროპის ეკონომიკის დასუსტება, შესაბამისად, ამ უკანასკნელს სხვა გზას აღარ დაუტოვებენ გარდა იმისა, რომპირდაპირ ჩაერთოს ომში“

ჩემს წერილებში არაერთხელ ამიღნიშნავს, რომ ამ ოჯახების, იგივე „დიფ სთეითის“, თუ გლობალური ომის პარტიის მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება, მათი ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შერყევა და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტურმენტია, თუმცა არა ერთადერთი – პარალელურად გამოიყენება სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და საინფორმაციო ბერკეტები, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, მის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილში.

ფილოსოფოსს მიაჩნია, რომ „დიფ სთეითის“ მიერ წინასწარ მომზადებული პროცესის ნაწილი იყო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის ჩართვაც, რისი წინაპირობაც, პროპაგანდისა და ზეწოლის ინსტრუმენტებით, რუსოფობიის უმაღლეს ნიშნულზე აყვანა გახდა.

„თუკი რუსეთ-უკრაინის ომს ავიღებთ მაგალითად, ცხადად დავინახავთ, რომ ეს სამხედრო კონფლიქტი როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში წინასწარ მომზადებული პროცესების შედეგია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ხელისუფლება და უშუალოდ პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ აშკარა გავლენას განიცდის. რასაკვირველია, წინასწარ მომზადებული პროცესის ნაწილი იყო ამ ომში ევროპის ჩართვაც – ვხედავთ, რომ ევროპა მაქსიმალურად ეხმარება უკრაინას, როგორც ფინანსური, ისე სამხედრო თვალსაზრისით და ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უახლოეს პერიოდში, უკრაინასთან ერთად, ევროპელებიც უშუალოდ ჩაერთონ ომში.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოულოდნელად არ მომხდარა – უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, საკუთარი პროპაგანდით და ზეწოლის მთელი რიგი სხვა ინსტრუმენტებით „დიფ სთეითმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსოფობია უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა, რითაც ევროპელებს ჩაუკეტეს წვდომა რუსულ გაზსა და ნავთობზე, ანუ იაფ ენერგორესურსებზე. მეტიც, ამ პროპაგანდის შედეგად დადგა მოცემულობა, რომ ევროპელებს აღარც რუსი ტურისტების მიღება სურთ და ლამის დოსტოევსკიც აკრძალონ. ეს ყველაფერი კი იმაზე დიდ მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე ეს შეიძლება მავანს წარმოედგინოს – რუსულ, იაფ ენერგორესურსებზე წვდომის შეზღუდვით „დიფ სთეითმა“ შეძლო როგორც რუსეთის, ისე ევროპის ეკონომიკის დასუსტება, შესაბამისად, ამ უკანასკნელს სხვა გზას აღარ დაუტოვებენ გარდა იმისა, რომ პირდაპირ ჩაერთოს ომში,“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

მისივე განცხადებით, 2008 წელს განვითარებული მოვლენები, „დიფ სთეითისთვის“ საკმარისი მასშტაბის არ იყო, ხოლო უკრაინაში დაწყებული ომის შედეგად, სამხედრო კონფლიქტმა მთელი კონტინენტი მოიცვა და ევროპული სახელმწიფოებიც, რუსეთთან დაპირისპირებაში ეტაპობრივად ჩაერთვნენ.

„სწორედ აქ უნდა ვეძიოთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო რუსოფობიის წამლეკავი ტალღა 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ და რატომ დაიწყო ის სწორედ ახლა. ფაქტია, რომ ამ დონის ნარატივის გასავრცელებად და დასამკვიდრებლად „დიფ სთეითისთვის“ საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენები საკმარისი მასშტაბის არ იყო. ომი რამდენიმე დღეში დასრულდა და არც მისი ექო იყო ისეთი ხმაურიანი, როგორც 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადგან „დიფ სთეითისვე“ ძალისხმევით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა მთელი კონტინენტი მოიცვა.

ანუ, უკრაინის ომი საკმარისი მასშტაბისა აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსოფობია ევროპაში უპრეცედენტო დონეზე ასულიყო და ევროპული სახელმწიფოები რუსეთთან დაპირისპირებაში ეტაპობრივად ჩართულიყვნენ,“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

ზაზა შათირიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაზა შათირიშვილი„თუკი ვინმე გაბედავს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან“
  2. ზაზა შათირიშვილი„ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს“
  3. ზაზა შათირიშვილი„ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“
  4. ზაზა შათირიშვილი„“დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან“